განწყობა

ქალაქში საშინელი ხმაურია

ცხელა და . . . :(

მაკლია მაგრამ არ ვიცი რა . . .

იქნებ შევძლო . . .


Saturday, May 22, 2010

საინტერესო აზრები

1. ფული არ არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მთავარი სიყვარულია. საბედნიეროდ, მე ფული მიყვარს”

2. იქ, სადაც ცოდნა მთავრდება, იწყება რელიგია”

3. სამყარო კი არ გახდა უარესი, უბრალოდ მოვლენათა გაშუქება გაუმჯობესდა”

4. მე ისეთი ჭკვიანი ვარ, რომ ხანდახან ერთი სიტყვაც კი არ მესმის იქიდან, რასაც
ვლაპარაკობ”

5. სინდისი და პატიოსნება ტანსაცმელს ჰგავს: რაც უფრო მეტად არის შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი”

6. ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა. მე კი დავასკვენი, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველთან” – რონალდ რეიგანი

7. თუ გსურთ ოდესმე თამაშით გამდიდრდეთ, მაშინ იყიდეთ კაზინო

8. ილაპარაკე ყოველთვის სიმართლე და არაფრის დამახსოვრება აღარ დაგჭირდება

9.ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე: მე, ის და დუმილი… დუმილი ვერ ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო

10.ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.

11.დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.

12.არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი,როგორც იმაში,თუ რა მიაჩნია მას
სასაცილოდ.

13.კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება.

14.ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს.

15.მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი.

16.ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.

17.თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს.

18.იცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.

19.ქალი ყოველი არსის გვირგვინია.

20.ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რის უნარიც თვითონ არა აქვს.

21.უზრდელობა უფრო გულახდილია,ვიდრე თავაზიანობა

22.მხოლოდ იმაში ნუ დაეჭვდები,რომ ყველაფერში უნდა დაეჭვდე

23.ვინც დარწმუნებულია ის ცდება,მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ

24.ყველა მტკიცება მცდარია,მათ შორის ესეც

25.ორჯერ არავინ ცხოვრობს, მაგრამ არიან ისეთნიც, რომელნიც არცერთხელ არ ცოცხლობენ...

26.მეგობრის ყიდვა შეუძლებელია, სამაგიეროდ გაყიდვაა შესაძლებელი.

27. გამოცდილება გვეხმარება ყოველთვის მივხვდეთ შეცდომებს, როცა მათ ვიმეორებთ.

28. ჩვენ გვეცოდება ძაღლები, რადგან ისინი ადამიანებს გვანან… მაგრამ ჩვენ არ გვეცოდება ადამიანები, რადგან ისინი ძაღლებს გვანან…

29. გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ისეთი სიტუაციები, რომელთაგან გამოსავალი არ გვაწყობს.

30. ჩვენ გარდაცვალებას დაბადების მომენტიდან ვიწყებთ.

31.მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც ბოროტებას იმახსოვრებს – ჩავიდენ ბოროტებას და ვივიწყებ.

32. ცოდნა – ძალაა… მაგრამ როცა ძალა გაქვს ცოდნა აღარაა საჭირო
2. ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე მხოლოდ მათი მეგობრების მიხედვით.არ დაგავიწუდეთ, რომ იუდას ყველა მეგობარი უნაკლო იყო.
საინტერესო იყო კი . . .

No comments:

Post a Comment

მადლობთ!