განწყობა

ქალაქში საშინელი ხმაურია

ცხელა და . . . :(

მაკლია მაგრამ არ ვიცი რა . . .

იქნებ შევძლო . . .


Friday, May 21, 2010

ლექსი: შემოდგომა

მე ვარ შემოდგომა
მე ვარ შემოდგომა ჭრელი მოზაიკა . . . . ელვად მოხატული ფერთა გალერეა
ღრუბელთ სინოტივე, სულში ლოცვად მიკრავს , თუკი რა თქმა უნდა გზა არ ამერია;
მე ვარ შემოდგომა მტევნის გაფიცხება, სისხლის ადუღება ბადაგ - შარბათებით;
ვიწყებ ენკენის თვით , მერე სიცივით და მერე წვიმებით და . . . .ზამთრით გავთავდები;
მე ვარ შემოდგომა, უხმო გაშიშვლება, უხმო დაჭკნობა და ფოთოლთ სინანული.
ქარში ყვავილების სუნთქვა გაიშლება, ბოლო სიმძაფრით და ბოლო სიყვარულით.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ ფოთოლცვენა, შუქი გაქრობის და ფერფლად მინავლების,
ერთ დროს დამდაგველი მწველი მხურვალება, ბოლოს ფიქრებით და სევდით ვიმალები,
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ განშორება, მე ვარ მონატრება, მე ვარ სიმარტოვე
ხეებს ფოთლები და მინდვრებს ყვავილები, სივრცეს – მერცხლები და მე შენ მიგატოვებ.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გარინდება, მე ვარ ჩავლილი და მე ვარ წარსული,
მე ვარ მოფერება, მე ვარ დაბინდება, მე ვარ ანარეკლი ყველა გაზაფხულის,
მე ვარ შემოდგომა, უცხო სიმბოლიკა, კვნესა გარეული ხიბლი ამინდების
მე ვარ ოქროსფერი ფერის გაგიჟება, მე ვერ დავდუმდები, მე ვერ დავმშვიდდები
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაღლილი, მზერაგადამწვდარი და თრობამორეული,
მე ვარ აუხსნელი, მე ვარ ასახსნელი, მე ვარ ახლობელი მე ვარ შორეული.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გაფითრება, მე ვარ სასწაულის მკვეთრი ნაბიჯები,
მე ის სიკეთე ვარ რომ არ გაითვლება მე ის ბავშვობა ვარ რომ არ დავდინჯდები
მე ვარ დასასრული არსის გამართლება , თუმცა ულაზათოდ მე არ დავსრულდები.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაბნევა, მე ვარ გადანგრევა უცხო პალიტრების
მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ სიკვდილი და მე ვარ მოლოდინი დიდი დაფიქრების,
მე ვარ შემოდგომა, ფერთა მოზაიკა, ფერთა ჯადოსნური ხილვის გალერეა,
თითქოს მომიყვანეს სულ სხვა სამყაროდან და ამ სამყაროში გზები ამერია.

No comments:

Post a Comment

მადლობთ!