განწყობა

ქალაქში საშინელი ხმაურია

ცხელა და . . . :(

მაკლია მაგრამ არ ვიცი რა . . .

იქნებ შევძლო . . .


Saturday, May 22, 2010

არსებობს კი?! :)

რა არის სიყვარული, ბევრი ფიქრის შემდეგ ყოველთვის ასე ვამბობდი: ეგ ინდივიდუალურიაო?!, რაღაც ერთგვარი თვითშემოქმედების ნაყოფით, რომელიც პრინციპების, წესების, დადგენილებებისა და სხვა ათასნაირი აზრებისგან შედგება. გრძნობებზე აზრებით აღჭურვილი ხვდები ნამდვილ გრძნობას ადამიანი და ამ სიმძიმეს მართლა შეუძლია თავსატეხი გააჩინოს და თავგზა აგიბნიოს. ეს ის არის? ეს სიყვარულია რაც მჭირს? მაგრამ, რაც უნდა მოხდეს, ის, ვინც გიყვარს, მაინც გიზიდავს. გიზიდავს და მორჩა! განზეც რომ გადგე, ზურგიც რომ შეაქციო, სხვისკენაც რომ უბიძგო - ეს ყველაფერი კიდეც რომ შეძლო - მაინც მასთან დაბრუნდები ... რადგან გაუგონრად რთულია, გაექცე იმას, ვინც გიყვარს. მეშინია ამის. მეყოფა კი ნებისყოფა გავექცე? მაგრამ მეორეს მხივ . . . როგორც მაგალითად, რა შორსაც უნდა ისროლო ქვა ცისკენ, მაინც მიწას დაუბრუნდება- იზიდავს მიწა და იმიტომ. ასეა სიყვარულიც. როგორი ბარიერიც არ უნდა აღუმართო ", ჩინეთის კედელიც" რომ აუშენო, შორს მაინც ვერ გაფრინდება, აუცილებლად უკან მოვა. ვისაც უყვარს უფრო ხშირად ასეთი ცნებებით არც მეტყველებს. სიტყვები "მიყვარს", "არ მიყვარს" აზრს კარგავენ. უბრალოდ, სიცოცხლე არ შეგიძლია ადამიანის გარეშე, ვერ სუნთქავ ადამიანის გარეშე, ფიზიკურად ცუდადა ხარ! აბა, სად მივა ამ განცდებთან "სიტყვები"?! შენ ხომ არ ამბობ, რომ ჰაერი გიყვარს, სუნთქვა გიყვარს - უბრალოდ ამის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია და მეტი არაფერი ... ესეც გაუგებარია ბევრისთვის - მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ სიყვარული "პატივისცემა", "ზრუნვა", "მოთმინება", "მძიმე შრომა" და სხვა ამის მსგავსია. რეცეპტებსაც მოგაწვდიან ზოგიერთები ", ამას პლიუს ეს და კიდევ პლიუს ის და კიდევ მინუს ეს უდრის სიყვარულსო". სიყვარული - გრძნობაა, მას ვერ "ააშენებ", მას ვერ "დაიმსახურებ", მას ვერ "შექმნი''. შეუძლებელია! .უყვარს, როგორც იცისო, ამბობენ. წარმოგიდგენია?! და სუნთქვის სწავლასაც ხომ არ აპირებენ? საგანგებოდ სიყვარულის გამოხატვის სწავლაც შეუძლებელია. სიყვარული თავისთავად ვერ იფარება და ამიტომ გამოხატავს საკუთარ თავს, მას ვერ დამალავ. სიყვარულის დამალვა შეუზლებელია და როცა ამას ცდილობ კიდევ უფრო მეტი საშინელება. სიყვარულს არ შეუძლია იფიქროს ასე: "მე მასში ეს მომწონს", "აი, ამ თვისებისთვის მიყვარს", "მისგან ყველაფერს ავიტან, მაგრამ ერთს კი ვერა", "როგორც ამას შევნიშნავ, აღარ მეყვარება" და ა.შ. სიყვარული - სრული სიმართლეა, სიყვარულში შეიძლება მხოლოდ ის იყო, რაც ხარ და ვერაფრით იქნები ის - ვიღაც - სხვა. შეცდომაა, როცა ვინმე ფიქრობს, უკეთესი უნდა გავხდე, აი, ასეთი და ასეთი, რომ ვინმემ შემიყვაროსო. სხვისი შეყვარება - ცხოვრების ცენტრის საკუთარი თავიდან სხვაში გადატანაა. ეს არ შეგიძლია? ე. ი. რაღაც გვიწამლავს მარტო სიყვარულს კი არა, ცხოვრებაში ყველაფერს... ყველაფერი შენგან უნდა იწყებოდეს, შენგან უნდა მოდიოდეს: შენს არსებობაში, შენს ცხოვრებაში ათვლის წერტილი შენა ხარ! ამიტომ შენ უნდა შეიყვარო კიდეც. სანამ ეს არაა, ყველგან ნამსხვრევები გრჩება. სიყვარულია ის არის, რასაც შენ გრძნობ და არა ის, რასაც შენს მიმართ გრძნობს ვიღაც. როცა ასეა, მზად ხარ შეიყვარო ახლავე, დაუყოვნებლივ - შეიყვარო ისეთმა, როგორიც ხარ, ყველა შენი პრობლემით და ნაკლოვანებებით. და მასაც, ვინც შეგიყვარებს, უნდა სჭირდებოდე სწორედ შენ, მაინცდამაინც შენ - ცოცხალი და "არასრულყოფილი", ასეთი და არა "იდეალი"! , იმის ნაცვლად, რომ დაინახო, შეიცნო რა არის შენში, რა სურვილები, რა გრძნობები დუღს, საკუთარ თავს - დღევანდელს - ზურგს აქცევ, არაფრად აგდებ და ცდილობ, გახდე უკეთესი. სხვებისთვის მოსაწონი, ეტრფი საკუთარ თავს, ოღონდ ხვალინდელს ან ზეგინდელს ... და ეს მაშინ ხდება, როცა დღევანდელ საკუთარ თავთან, რეალურ მესთან დამოკიდებულება წყვეტს ყველა პრობლემას და გაძლევს ყველაფერს, რასაც ისურვებ სიყვარულს. სიყვარულია ის, რაც ბედნიერს გხდის ... ჩვენ კი ბევრ სხვა რამესაც ვარქმევთ სიყვარულს. ცალმხრივ სიყვარულს ტანჯვა და ცრემლი ახლავს, ტკივილი და წყენა. არადა ნამდვილ გრძნობას ტანჯვა არ მოაქვს, მხოლოდ ბედნიერება და სიხარული. ტკივილის მომტანი კი სენია, დაავადებაა და არა ღვთის საჩუქარი - წრფელი სიყვარული. ყოველ ადამიანს შუძლია, უყვარდეს. არ არსებობს ერთიც კი, ვინც სიყვარული "არ იცის". ხანდახან ძნელია თვითონვე გამოუტყდე საკუთარ თავს რას გრძნობ, სულგანაბულმა ყური მიუგდე და აუცილებლად გაიგონებ, იგრძნობ რას იმეორებს შენი გული უკვე მერამდენე წელია, რას გთხოვთ, რა ტკივა, რას ამბობს, რას ყვირის და ხმა ვერ მოუწვდენია ...გაიგონებ და გააკეთებ...მაშინ მოვა სიყვარული...მაშინ მოვა ბედნიერება.
არ დაკარგო იმედი და ეჭვი არ შეგეპაროს
მოვა? ! . . .

No comments:

Post a Comment

მადლობთ!