განწყობა

ქალაქში საშინელი ხმაურია

ცხელა და . . . :(

მაკლია მაგრამ არ ვიცი რა . . .

იქნებ შევძლო . . .


Tuesday, May 25, 2010

ლექსები : (ლამაზი)

***
ჯერ სიყვარული ასე ფართო და ასე მთელი
მე არ მიგრძვნია-და ეს სიბრძნე დამბუდებია
მიშვერილი ვარ შენზე გულით და როგორ ელი
თვალები ამის უტყუარი საბუთებია
პაოლო იაშვილი

***
ხანდახან ჩემი გიჟმაჟობის არსს თუ ვერ ახსნი
ნუ მიმატოვებ მარად ჩემთან იყავი ახლოს,
მე ჩემი გრძნობის საკინძეებს შენთვისვე გავხსნი
რომ ჩემი დიდი სიყვარული შენშივე ნახო

***
რატომ არ მოდიოდი? სხვასთან რატომ გაჩერდი?
გული ისე მტკიოდა მარტო შენ მომარჩენდი,
შენ თუ არ მეყოლები სუნთქვაც გამიჭირდება
მე სიცოცხლე შენთან ერთად მჭირდება

Saturday, May 22, 2010

არსებობს კი?! :)

რა არის სიყვარული, ბევრი ფიქრის შემდეგ ყოველთვის ასე ვამბობდი: ეგ ინდივიდუალურიაო?!, რაღაც ერთგვარი თვითშემოქმედების ნაყოფით, რომელიც პრინციპების, წესების, დადგენილებებისა და სხვა ათასნაირი აზრებისგან შედგება. გრძნობებზე აზრებით აღჭურვილი ხვდები ნამდვილ გრძნობას ადამიანი და ამ სიმძიმეს მართლა შეუძლია თავსატეხი გააჩინოს და თავგზა აგიბნიოს. ეს ის არის? ეს სიყვარულია რაც მჭირს? მაგრამ, რაც უნდა მოხდეს, ის, ვინც გიყვარს, მაინც გიზიდავს. გიზიდავს და მორჩა! განზეც რომ გადგე, ზურგიც რომ შეაქციო, სხვისკენაც რომ უბიძგო - ეს ყველაფერი კიდეც რომ შეძლო - მაინც მასთან დაბრუნდები ... რადგან გაუგონრად რთულია, გაექცე იმას, ვინც გიყვარს. მეშინია ამის. მეყოფა კი ნებისყოფა გავექცე? მაგრამ მეორეს მხივ . . . როგორც მაგალითად, რა შორსაც უნდა ისროლო ქვა ცისკენ, მაინც მიწას დაუბრუნდება- იზიდავს მიწა და იმიტომ. ასეა სიყვარულიც. როგორი ბარიერიც არ უნდა აღუმართო ", ჩინეთის კედელიც" რომ აუშენო, შორს მაინც ვერ გაფრინდება, აუცილებლად უკან მოვა. ვისაც უყვარს უფრო ხშირად ასეთი ცნებებით არც მეტყველებს. სიტყვები "მიყვარს", "არ მიყვარს" აზრს კარგავენ. უბრალოდ, სიცოცხლე არ შეგიძლია ადამიანის გარეშე, ვერ სუნთქავ ადამიანის გარეშე, ფიზიკურად ცუდადა ხარ! აბა, სად მივა ამ განცდებთან "სიტყვები"?! შენ ხომ არ ამბობ, რომ ჰაერი გიყვარს, სუნთქვა გიყვარს - უბრალოდ ამის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია და მეტი არაფერი ... ესეც გაუგებარია ბევრისთვის - მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ სიყვარული "პატივისცემა", "ზრუნვა", "მოთმინება", "მძიმე შრომა" და სხვა ამის მსგავსია. რეცეპტებსაც მოგაწვდიან ზოგიერთები ", ამას პლიუს ეს და კიდევ პლიუს ის და კიდევ მინუს ეს უდრის სიყვარულსო". სიყვარული - გრძნობაა, მას ვერ "ააშენებ", მას ვერ "დაიმსახურებ", მას ვერ "შექმნი''. შეუძლებელია! .უყვარს, როგორც იცისო, ამბობენ. წარმოგიდგენია?! და სუნთქვის სწავლასაც ხომ არ აპირებენ? საგანგებოდ სიყვარულის გამოხატვის სწავლაც შეუძლებელია. სიყვარული თავისთავად ვერ იფარება და ამიტომ გამოხატავს საკუთარ თავს, მას ვერ დამალავ. სიყვარულის დამალვა შეუზლებელია და როცა ამას ცდილობ კიდევ უფრო მეტი საშინელება. სიყვარულს არ შეუძლია იფიქროს ასე: "მე მასში ეს მომწონს", "აი, ამ თვისებისთვის მიყვარს", "მისგან ყველაფერს ავიტან, მაგრამ ერთს კი ვერა", "როგორც ამას შევნიშნავ, აღარ მეყვარება" და ა.შ. სიყვარული - სრული სიმართლეა, სიყვარულში შეიძლება მხოლოდ ის იყო, რაც ხარ და ვერაფრით იქნები ის - ვიღაც - სხვა. შეცდომაა, როცა ვინმე ფიქრობს, უკეთესი უნდა გავხდე, აი, ასეთი და ასეთი, რომ ვინმემ შემიყვაროსო. სხვისი შეყვარება - ცხოვრების ცენტრის საკუთარი თავიდან სხვაში გადატანაა. ეს არ შეგიძლია? ე. ი. რაღაც გვიწამლავს მარტო სიყვარულს კი არა, ცხოვრებაში ყველაფერს... ყველაფერი შენგან უნდა იწყებოდეს, შენგან უნდა მოდიოდეს: შენს არსებობაში, შენს ცხოვრებაში ათვლის წერტილი შენა ხარ! ამიტომ შენ უნდა შეიყვარო კიდეც. სანამ ეს არაა, ყველგან ნამსხვრევები გრჩება. სიყვარულია ის არის, რასაც შენ გრძნობ და არა ის, რასაც შენს მიმართ გრძნობს ვიღაც. როცა ასეა, მზად ხარ შეიყვარო ახლავე, დაუყოვნებლივ - შეიყვარო ისეთმა, როგორიც ხარ, ყველა შენი პრობლემით და ნაკლოვანებებით. და მასაც, ვინც შეგიყვარებს, უნდა სჭირდებოდე სწორედ შენ, მაინცდამაინც შენ - ცოცხალი და "არასრულყოფილი", ასეთი და არა "იდეალი"! , იმის ნაცვლად, რომ დაინახო, შეიცნო რა არის შენში, რა სურვილები, რა გრძნობები დუღს, საკუთარ თავს - დღევანდელს - ზურგს აქცევ, არაფრად აგდებ და ცდილობ, გახდე უკეთესი. სხვებისთვის მოსაწონი, ეტრფი საკუთარ თავს, ოღონდ ხვალინდელს ან ზეგინდელს ... და ეს მაშინ ხდება, როცა დღევანდელ საკუთარ თავთან, რეალურ მესთან დამოკიდებულება წყვეტს ყველა პრობლემას და გაძლევს ყველაფერს, რასაც ისურვებ სიყვარულს. სიყვარულია ის, რაც ბედნიერს გხდის ... ჩვენ კი ბევრ სხვა რამესაც ვარქმევთ სიყვარულს. ცალმხრივ სიყვარულს ტანჯვა და ცრემლი ახლავს, ტკივილი და წყენა. არადა ნამდვილ გრძნობას ტანჯვა არ მოაქვს, მხოლოდ ბედნიერება და სიხარული. ტკივილის მომტანი კი სენია, დაავადებაა და არა ღვთის საჩუქარი - წრფელი სიყვარული. ყოველ ადამიანს შუძლია, უყვარდეს. არ არსებობს ერთიც კი, ვინც სიყვარული "არ იცის". ხანდახან ძნელია თვითონვე გამოუტყდე საკუთარ თავს რას გრძნობ, სულგანაბულმა ყური მიუგდე და აუცილებლად გაიგონებ, იგრძნობ რას იმეორებს შენი გული უკვე მერამდენე წელია, რას გთხოვთ, რა ტკივა, რას ამბობს, რას ყვირის და ხმა ვერ მოუწვდენია ...გაიგონებ და გააკეთებ...მაშინ მოვა სიყვარული...მაშინ მოვა ბედნიერება.
არ დაკარგო იმედი და ეჭვი არ შეგეპაროს
მოვა? ! . . .

საინტერესო აზრები

1. ფული არ არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მთავარი სიყვარულია. საბედნიეროდ, მე ფული მიყვარს”

2. იქ, სადაც ცოდნა მთავრდება, იწყება რელიგია”

3. სამყარო კი არ გახდა უარესი, უბრალოდ მოვლენათა გაშუქება გაუმჯობესდა”

4. მე ისეთი ჭკვიანი ვარ, რომ ხანდახან ერთი სიტყვაც კი არ მესმის იქიდან, რასაც
ვლაპარაკობ”

5. სინდისი და პატიოსნება ტანსაცმელს ჰგავს: რაც უფრო მეტად არის შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი”

6. ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა. მე კი დავასკვენი, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველთან” – რონალდ რეიგანი

7. თუ გსურთ ოდესმე თამაშით გამდიდრდეთ, მაშინ იყიდეთ კაზინო

8. ილაპარაკე ყოველთვის სიმართლე და არაფრის დამახსოვრება აღარ დაგჭირდება

9.ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე: მე, ის და დუმილი… დუმილი ვერ ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო

10.ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.

11.დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.

12.არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი,როგორც იმაში,თუ რა მიაჩნია მას
სასაცილოდ.

13.კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება.

14.ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს.

15.მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი.

16.ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.

17.თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს.

18.იცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.

19.ქალი ყოველი არსის გვირგვინია.

20.ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რის უნარიც თვითონ არა აქვს.

21.უზრდელობა უფრო გულახდილია,ვიდრე თავაზიანობა

22.მხოლოდ იმაში ნუ დაეჭვდები,რომ ყველაფერში უნდა დაეჭვდე

23.ვინც დარწმუნებულია ის ცდება,მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ

24.ყველა მტკიცება მცდარია,მათ შორის ესეც

25.ორჯერ არავინ ცხოვრობს, მაგრამ არიან ისეთნიც, რომელნიც არცერთხელ არ ცოცხლობენ...

26.მეგობრის ყიდვა შეუძლებელია, სამაგიეროდ გაყიდვაა შესაძლებელი.

27. გამოცდილება გვეხმარება ყოველთვის მივხვდეთ შეცდომებს, როცა მათ ვიმეორებთ.

28. ჩვენ გვეცოდება ძაღლები, რადგან ისინი ადამიანებს გვანან… მაგრამ ჩვენ არ გვეცოდება ადამიანები, რადგან ისინი ძაღლებს გვანან…

29. გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ისეთი სიტუაციები, რომელთაგან გამოსავალი არ გვაწყობს.

30. ჩვენ გარდაცვალებას დაბადების მომენტიდან ვიწყებთ.

31.მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც ბოროტებას იმახსოვრებს – ჩავიდენ ბოროტებას და ვივიწყებ.

32. ცოდნა – ძალაა… მაგრამ როცა ძალა გაქვს ცოდნა აღარაა საჭირო
2. ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე მხოლოდ მათი მეგობრების მიხედვით.არ დაგავიწუდეთ, რომ იუდას ყველა მეგობარი უნაკლო იყო.
საინტერესო იყო კი . . .

გაბრიელ გარსია მარკესი

1. მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ ვინ ხარ შენ , არამედ ვინ ვარ მე, როცა შენ გვერდით ვარ. . . .
2. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასდროს აmატირებს.. . . .
3. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს იმ ადამიანს მთელი გუილთ არ უყვარხარ.
4. ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს. . .
5. ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასდროს იქნება შენი. . . . .
6. არასდროს მოიშალო სახეზე ღიმილი, მაშინაც კი, როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ. ვიღაცას შეილება შენი ღიმილი შეუყვარდეს. . . .
7. შეილება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ. . .
8. არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისცრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად ატაროს. . . .
9. შეილება ღმერთს სურს რომ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვდებით იმ ერთადერთს . . . იმიტომ რომ როცა ეს მოხდება, ჩვენ მადლიერი ვიყოთ. . .
10. ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ რომ ეს იყო . .
11. ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.
12. გახდი უკეთესი და შენვე მიხვდი თუ ვინ ხარ, სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით, რომ ის შენ გაგიგებს, შეგიცნობს . . .
13. ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება . .

14..ღმერთი სიყვარულია და ჩვენ ყველანი მისი მატარებლები უბრალოდ ზოგში იღვიძებს და ზოგი მკვდარი იბადება ეგრე ცხოვრობს .

ბათუმის მზე (სურათები)

ავტორი -მიხეილ სამხარაძე