განწყობა

ქალაქში საშინელი ხმაურია

ცხელა და . . . :(

მაკლია მაგრამ არ ვიცი რა . . .

იქნებ შევძლო . . .


Tuesday, May 17, 2011

საყვარელი ლექსები

პასუხი ყივჩაღს
მოდი, შემომხვდი ათას წლის მერე,

გული ტკივილით სანამ დამსერავს,

მოდი, არავინ დაგიშლის ახლა

ჩემი თითებით პეშვის ავსებას.

არ დაგჭირდება ტაძრების ლეწვა,

ქმარიც არ მიდგას გვერდით კლდესავით,

მიჯნურიც ფიქრის ზღვამ გაიყოლა,

ოდესღაც შენზე ხანჯლის მლესავი.


მოდი, მოგელი მუხრანის ბოლოს,

დაგნაცრავს ეშხი ჩემი ქალობის,

შემომეგებე, პირისპირ მითხარ,

ათასი წელი როგორ წვალობდი.


შემომეგებე, ყორღანებისკენ

თვითონ მოვაფრენ ბედაურს შეშლილს,

ტრფობის კი მჯერა, თუმცა ყივჩაღო,

ვეჭვობ, ვინც მიყვარს, შემომხვდეს შენში.

ქსანთან ბედაურს ჩუტყდა ნალი,

თითქოს ჩამიწყდა გზებიც საფრენი,

მომხდურო, გულიც არ ძგერს საშენოდ,

უკან მივყვები გზას მზედაფენილს.

ეკატერინე ლომიძე

.
***
თუკი ისა ხარ, ვისაც მე ველი,
თუკი ის ძარღვი შენშიც აფეთქდა,
მაშინ რა არის დრო, ან ადგილი?
მაშინ სამყარო ვისთვის გაჩერდა?
თუკი მაშინ წვიმს, როცა შენ გინდა,
თუკი მზეც მაშინ გამოანათებს,
მთვარეც მცხრალ სხივებს მაშინ დაგაყრის
და ქარიც მაშინ ფანტავს ბარათებს;
მაშინ შენშია მთავარი ძალა.
ძალა თვითმკმარი და მკეთებელი.
სყვარულია ეს ძალა, კარგო,
მთელი სამყაროს მმოძრავებელი!

ქალისაგან გაბედნიერებული კაცი ღმერთმაც ვერ გააუბედურა და ღმერთისაგან გაუბედურებული კაცი ქალმა გააბედნიერაო, ნათქვამია.
მაშ ღმერთზე ძლიერია? არა, ღმერთზე კი არა, კაცზე ძლიერია, მიუწვდომელი და ამოუხსნელი, თუ მოინდომა გაგაბედნიერებს, თუ განარისხე-გაგაუბედურებს, თუ უნდა თავის ჭკუაზე გათამაშებს, "დაგაჩოქებს, აგატირებს,წამოგაყენებს და კაცად გაქცევსო"- ხან მრისხანე სტიქიას ემსგავსება, ხან მზის სხივივით თბილი და საამოა. მაგრამ კაცს უჭირს დაინახოს. რომ დაინახოს უნდა დაიჯეროს, რომ დაიჯეროს უნდა დააფასოს !!!

No comments:

Post a Comment

მადლობთ!