განწყობა

ქალაქში საშინელი ხმაურია

ცხელა და . . . :(

მაკლია მაგრამ არ ვიცი რა . . .

იქნებ შევძლო . . .


Monday, May 23, 2011

პატრიოტი

...... .......
თვითგვემა(მორის ფოცხიშვილი)
ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ,
რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?!
თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს,
მკლავი ძირში რომ გახმებაქ ა რ თ ვ ე ლ ო.
დავას როგორ დაგიწყებენ,
მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ,
დედაენის დამვიწყებელსხვალ-ზეგ
დედა გეტირებაქ ა რ თ ვ ე ლ ო.
ვიცი, კვლავაც გაასხვისებ_სავენახეს,
სამზეოს დასართველოს...არის კიდე სხვა საუნჯე,
ვიდრე შენი საქართველო,ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
იქნებ გული აღარ გერჩის,
ნაოხარო,ნატანჯო დანათმენო_
რატომ გიკვირს ქართველებში
ქართველი რომ ქართველობდეს ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს,
თქვი,უშენო დმწუხრი სად გავათენო,_
ერთი დედის შვილები ვართ,ვაი,
რატომ გავიწყდება ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
არც რა ტყვიით,არც რა შხამით,
დუმილითაც შეგიძლია გამთელო,
ისე მომკალ, რომ სხვამ მაინცარ გაიგოს,
შენ რომ მომკალ ქ ა რ თ ვ ე ლ ო!

...... .......

დედასთან უნდა ვადღეგრძელო დედა სამშობლო,
მამასთან ჩემი მამული და მადლი მდელოსი,
პაპასთან უნდა ვადღეგრძელო ძველი თბილისი
დაშვილიშვილთან მომავალი საქართველოსი...
შვილებთან უნდა ვადღეგრძელო თვალის სინათლე,
დებთან და ძმებთან ყველა დილა ქართულ მიწაზე,
თუ საქართველო შენი ფეხით არ დაგივლია ,
არ გიცხოვრია არასოდეს დედამიწაზე...
ნიავი რომ ქრის ეს ნიავი ჩემი სუნთქვაა,
წყარო სისხლია, ქვა თვალია, მიწა ხორცია,
დამილოცია ჩემი მიწის ყველა მტკაველი,
ჩემი პატარა საქართველო დამილოცნია....

Tuesday, May 17, 2011

საყვარელი ლექსები

პასუხი ყივჩაღს
მოდი, შემომხვდი ათას წლის მერე,

გული ტკივილით სანამ დამსერავს,

მოდი, არავინ დაგიშლის ახლა

ჩემი თითებით პეშვის ავსებას.

არ დაგჭირდება ტაძრების ლეწვა,

ქმარიც არ მიდგას გვერდით კლდესავით,

მიჯნურიც ფიქრის ზღვამ გაიყოლა,

ოდესღაც შენზე ხანჯლის მლესავი.


მოდი, მოგელი მუხრანის ბოლოს,

დაგნაცრავს ეშხი ჩემი ქალობის,

შემომეგებე, პირისპირ მითხარ,

ათასი წელი როგორ წვალობდი.


შემომეგებე, ყორღანებისკენ

თვითონ მოვაფრენ ბედაურს შეშლილს,

ტრფობის კი მჯერა, თუმცა ყივჩაღო,

ვეჭვობ, ვინც მიყვარს, შემომხვდეს შენში.

ქსანთან ბედაურს ჩუტყდა ნალი,

თითქოს ჩამიწყდა გზებიც საფრენი,

მომხდურო, გულიც არ ძგერს საშენოდ,

უკან მივყვები გზას მზედაფენილს.

ეკატერინე ლომიძე

.
***
თუკი ისა ხარ, ვისაც მე ველი,
თუკი ის ძარღვი შენშიც აფეთქდა,
მაშინ რა არის დრო, ან ადგილი?
მაშინ სამყარო ვისთვის გაჩერდა?
თუკი მაშინ წვიმს, როცა შენ გინდა,
თუკი მზეც მაშინ გამოანათებს,
მთვარეც მცხრალ სხივებს მაშინ დაგაყრის
და ქარიც მაშინ ფანტავს ბარათებს;
მაშინ შენშია მთავარი ძალა.
ძალა თვითმკმარი და მკეთებელი.
სყვარულია ეს ძალა, კარგო,
მთელი სამყაროს მმოძრავებელი!

ქალისაგან გაბედნიერებული კაცი ღმერთმაც ვერ გააუბედურა და ღმერთისაგან გაუბედურებული კაცი ქალმა გააბედნიერაო, ნათქვამია.
მაშ ღმერთზე ძლიერია? არა, ღმერთზე კი არა, კაცზე ძლიერია, მიუწვდომელი და ამოუხსნელი, თუ მოინდომა გაგაბედნიერებს, თუ განარისხე-გაგაუბედურებს, თუ უნდა თავის ჭკუაზე გათამაშებს, "დაგაჩოქებს, აგატირებს,წამოგაყენებს და კაცად გაქცევსო"- ხან მრისხანე სტიქიას ემსგავსება, ხან მზის სხივივით თბილი და საამოა. მაგრამ კაცს უჭირს დაინახოს. რომ დაინახოს უნდა დაიჯეროს, რომ დაიჯეროს უნდა დააფასოს !!!

Friday, May 6, 2011

სულის სიმშვიდის . . .

ასე იცინი ყოველთვის...
ასე იცინო მინდა....
ასე იცინის მხოლოდ ის,
ვისაც გული აქვს წმინდა...
მე არ მიკითხავს ვისი ხარ...
ნატვრისთვალივით წმინდა....
შენ სიყვარულის ღირსი ხარ ...
და სულ იცინო მინდა...