განწყობა

ქალაქში საშინელი ხმაურია

ცხელა და . . . :(

მაკლია მაგრამ არ ვიცი რა . . .

იქნებ შევძლო . . .


Saturday, December 14, 2013

სული ცალია სულ არ მცალია

არა მცალია! ამ ქვეყანაზე არავისთვის არვის სცალია იქაც კი, სადაც წყვილს ველოდი –– მაინც ცალია! სულის ეშაფოტს თავს ვერ ვაღწევ, სული ცალია! დააღარ მიკვირს, როცა ამბობ: ,,არა მცალია! " დრო ულმობელი, სივრცის ზღვარი –– განაცვალია; დრო დრო არის და სივრცე, ალბათ, დროის ცალია. რა გესმის ხშირად? ,, მაპატიე, არა მცალია!" ხარები კევრში, აპეურში მაინც ცალია, ცაზე ვარსკვლავნი, თანავარსკვლავნი, ზღვაში –– თევზნი,–– ყველა ცალია, სიმბიოზში ხომ თითო მხარე ცალკე –– ცალია. მეწყვილეს ეძებს? რეალობის ზღვარი –– ცალია! ვაწყვილებთ, მაგრამ პირობითად ყველა ცალია!... მარტო მოვიდა, მარტო წავა, სტკივა ძალიან!... მთელი ცხოვრება ეძებს, ჰპოვა, თუმცა ცალია, 03:34 03:26 ამქვეყნად ყოფნაც, შეწყვილებაც, ბ ი ო ვ ა ლ ი ა... და არსში, ალბათ, ცოტამ იცის, რად მოვიდა, რისთვის სცალია. უმეტესობა ვერას გეტყვის, რად არ სცალია, პარნასზე უხმობ? ... უნდა, მაგრამ, ,,არა სცალია!" ღმერთების ენა ვით გასმინო?... ის ხომ რვალია! მარადიული წრის ნახევარი მხოლოდ რკალია! ვიზუალური საზომი კი, მხოლოდ თვალია! ბევრმა ისწავლა ,,რთული ქცევა" ძლივას ვცანია... უმართლებს, რა ქნას, ეს მეთოდი აქვს ნაცადია, გავშიფრე ყოფა ქაოსური,–– შევიცანია!... და მშვიდად ვისმენ ცივ განაჩენს: ,,ვწუხვარ, მაგ რამ არა მცალია! " საით იჩქარი?... ერთი წრეა მგზავრი ცალია! ,,არა მცალია! " განაცხადი თითქოს ცხადია და რაღად მიკვირს, რომ არავის არა სცალია, სული ცალია!... მომენატრე, სული ცალია!