განწყობა

ქალაქში საშინელი ხმაურია

ცხელა და . . . :(

მაკლია მაგრამ არ ვიცი რა . . .

იქნებ შევძლო . . .


Friday, February 15, 2013

თბილი ლექსები :)


ენი მაჯებიდან დაწყებული,
შენი მხრების გავლით გზა მიყვარს,
შენი ბილიკებით სიარული,
შენი ნაპირები,ზღვა მიყვარს...
შენი თითებიდან დაწყებული,
შენი შევერცხლილი თმა მიყვრას,
შენი მოფერება,მოლოდინი,
შენი ნაბიჯების ხმა მიყვარს...
შენი მკლავებიდან დაწყებული,
შენი გულის ცემის ხმა მიყვარს,
შენი სისუფთავე,სისპეტაკე,
შენი სახლის ჭერი,ცა მიყვარს...
.................
შენი ფიქრებიდან დაწყებული,
შენი მხრების გავლით გზა მიყვარს,
შენი სიცხადე და მოსვენება,
შენი ჩასუნთქვების თვლა მიყვარს....

ჩემი გოგო 

ვფიქრობ და... შენ ჩემი პატარა გოგო ხარ,
მე შენზე ალესილ სურვილებს ვაღმერთებ,
ფიქრებად, ოცნებად, კოცნებად რომ მოხვალ
ვგიჟდები და სიტყვებს ნაღდად არ ვამეტებ
მიყვარხარ ზედ სულზე დასმული ბეჭდებით,
სიცოცხლის ბოლომდე ნაფიქრი ერთობით,
ვნახევრობთ ცალ-ცალკე, თუ ერთად ვიქნებით ვერთდებით!
(და ზოგს კი ჰგონია ვერთობით)...

მიყვარხარ! მიყვარხარ სუნთქვაზე ძალიან!
ვვოცნებობ... ნეტავ შენ უჩემოდ როგორ ხარ?
ძირს ცალი დღეები თუ სადმე არიან -
შენ ჩემი ცხოვრების, ოცნების გოგო ხარ!


მანძილი შენამდე დიდია,
შენიდან ჩემამდე - არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია,
მანცვიფრებ...
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იღიმი
საეჭვოდ,
ვარსკვლავნი აენთნენ ,
რომ ვხედავ , შორი_შორს
საკმაოდ,
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ -
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც,
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია,
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იცინი
საეჭვოდ.

/ტარიელ ხარხელაური


ვინ იცის ცხოვრება რა გზებით წაგვიყვანს,რა 
სევდა გაჰყვება ბილიკს და სტრიქონებს.
ვის ბედი ფრთაშესხმულს, ზეცამდე აიყვანს,
ვინ კიდევ ბედ-იღბალს თავისთვის იგონებს.

იყო და რა იყო, უბრალო მხევალი,
არავის ანდობდა გრძნობებზე ჩივილებს,
გარდასულ ცხოვრების თავადვე მწერალი,
დახეულ ქოლგის ქვეშ მალავდა ტკივილებს.

შვენოდა სოფელს და უკბილო ქილიკით,
ვინ იცის რამდენჯერ ცრემლებით ატარეს,
სიყვარულს ელოდა ნაცნობი ბილიკით,
სწორედ ამ გრძნობისთვის სიცილიც აყარეს.

ვაი რომ არ ერგო ახდენა იმედის,
სატრფოსთან შეხვედრით სული ვერ იცხონა,
და რაკი არ ქონდა წყალობა მცირედიც,
მისივე მოგონილ გრძნობებით იცხოვრა.

ვინ იცის ამ როლით რამდენი ქალია,
შენახულ ოცნებებს ვერვისთვის იმეტებს.
ვინ წლები უიღბლო ლოდინით გალია,
ვინ ქოლგას აფარებს მოგონილ იმედებს.


წვიმამ დამაპატარავა
დამანაწილა.
მზე მომეფერა
და გამაცინა.
შენ ჩამისუნთქე,
შემისისხლხორცე.
მომეწონა
და...

შენში ვიცოცხლე
გაზაფხულმა გამოაღო დარაბები სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს, ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები აპრილია თავად უნდა მიხვდე... არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ, ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე, აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ, აპრილია თავად უნდა მიხვდე,,,,

მსურდა იანვარი მარტოს გამეცვითა,
თოვლი სიჯიუტეს თავსაც არ ანებებს,
მერე თებერვალში გული გავეცი და
ეხლა ერთად ვამჩნევთ თოვლში ნაკვალევებს…

მძევლად გაზაფხულზე მოგგვრი მონა მარტებს
მსურდა აპრილი შენს ფეხქვეშ მომეფინა,
მინდა გავუტოლდე მიჯნურ ბონაპატეს,
უფრო შეგიყვარო ვიდრე ჟოზეფინა…

მაისს ველოდები რაღაც გახელებით,
ისე მეგრილები როგორც ივნისია,
მერე შეგეხები ოდნავ და ხელებით,
ჩუმად გაგრძნობინებ ჩვენში ვინ ვისია

ივლისს ჩავაგორებ შენი მოფერებით,
დედა ღვთისმშობელს ვთხოვ რიდით ჩვენზე ლოცვას,
მერე აგვისტოში ვნების მომეტებით,
ღამე სანთლის შუქზე გკადრებ პირველ კოცნას..

წყლიან სექტემბერში მკლავქვეშ შეგაფარებ,
უფრო მეყვარები ვიდრე ყველა მოყვასს,
მერე ოქტომბერში ჩუმად შეგაპარებ,
ყველა ბავშვი მართლა წეროს რომ არ მოყავს

გაზრდის ნოემბერი ღამეს მოცულობით,
მათბობ დეკემბერში, როგორც მლოცველს ჯვარი,
ისე დამტკბარი ხარ ქალავ ორსულობით,
როგორც ალუჩის ხე ტყემალს შენაჯვარი...

/თემო შენგელაია/

მამაკაცმა ქალს თავი რომ შესთავაზოს – ან მართლა უნდა იყოს იმ ქალის ღირსი თვითონ და ან უნდა ეგონოს, უკეთესი ვარო, მგონია მე. ყველა წესიერი ქალიც ასეა, ალბათ, თავისზე უარეს მამაკაცს ნებით არ დაჰყვება სიყვარულზე. ბევრს ვფიქრობ ამის გარშემო და ვხედავ, თქვენოდენა რომ არ ვარ და თქვენც ხედავთ ამას. მაშინ ისე გამოდის, რომ თქვენი თანაგრძნობა და მზადყოფნა – საჩუქარი ან სამაგიეროა.

/"დათა თუთაშხია"-ჭაბუა ამირეჯიბი


სულ რომ არაფერი, სისხლი მაქვს ისეთი,
ჯიში მაქვს ისეთი, სულს აგიწიოკებს,
სამშობლო არხვატი, მტირსათვის – შიშეთი!
…ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.

სულ რომ არაფერი, გული მაქვს იმხელა,
რწმენა მაქვს ისეთი, მთებს შეაზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისეთი, ისეთი სიმღერა,
აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს!

სულ რომ არაფერი, ისეთი ქალი მყავს,
ისეთი შვილები, კოხტა და მზიანი,
როგორ ვთქვა – ასეთი სამშობლო არ მიყვარს?!..
ასეთი ზღაპრული, მთა-გორებიანი!

“სულ რომ არაფერი”, იქით, რომ იყოს და,
ღმერთი მყავს ისეთი სრული და ნათელი,
ყველაფერს ედრება, მეტია კიდეც და
სულ რომ არაფერი, მე მქვია ქართველი!

თორნიკე ნაროზაული

14:18



მაინც შენმა მონატრებამ მომიარა,
ისევ შენი მომიფრინდნენ ოფოფები...
მე ცხოვრება გადამექცა ბოდიალად...
ან თვითონ ვარ მაწანწალა – მოწოდებით!

ნუ ელი, რომ ჩემს ლექსებში მოვა წვიმა 


და უნაზეს ოცნებებით დაგასველებს...
ცელიანმა კაცმა თუკი გამიღიმა
მხოლოდ შენი მონატრება გამაჩერებს...

ვიცი, თუმცა, ამ ლექსებით იხიბლები,
უჩემობას არასოდეს მაპატიებ...
მაინც შენი მიხსენებენ ოფოფები,
ჩემი ვნება სხვას ვერავის დავაწიე!
თვალებს – შენი მონატრებით დაფერილებს
ისევ შენი ელანდებათ ოფოფები...
მივუყვები ჩემი სულის ქვაფენილებს –
სულში უკვე აღარ არის მწვანე გზები!

















































არ დამიჯერო

მოდი, მივატოვოთ ერთმანეთი,
მერე მონატრება შევშალოთ...
გრძნობით გავარღვიოთ უკუნეთი,
გულში არაფერი შევცვალოთ.

მერე, დამიძახე მონატრებულს,
სითბო დამაწიე საშენო,
სულში სიყვარულად მონათებულს,
ჩემში უშენობა გაჩვენო.

მოდი, სულ ცოტა ხნით მიმატოვე,
ვითომ წახვედი და არ ვიცი...
და როს გამაგიჟებს სიმარტოვე,
ნაცნობ ხეივანთან დაგიცდი.

როცა ბოლო სუნთქვა გაილევა,
და როს ჰაერივით გინატრებ,
ირგვლივ ყველაფერი აირევა,
უკან დაბრუნდი და გიმარტებ.

ისევ აპრილივით ავკვირტდები,
სურნელს შემმატებენ ატმები,
მოხვალ, უცხოსავით მაკვირდები,
მე კი, შენი მზერით დავტკბები.

არა, უშენობა არ მიხდება,
ასე, ხუმრობაც კი მაშინებს,
ვიდრე სიხარული წამიხდება,
გიხმობ, დამიბრუნდი მაშინვე.

ხვალეც, თუ გითხარი წადიმეთქი,
არა –ნორმალური მიწოდე..
ოღონდ, არ გაგიწყრეს კიდევ ღმერთი
და არ დამიჯერო იცოდე.

/ნანა მეფარიშვილი/

***
მერე რა რომ გაწვიმდა,ფოთლებს იცვლის ჭადარი,
მერე რა რომ ვერ ვპოვე სიყვარული სად არის . .
მერე რა რომ სველია, სველი იასამანი .. .

***

გოგოვ!ისე შემომიჩნდი როგორც ოქროს ლომბარდი, 
დრე მხოლოდ გულში მყავდი ახლა სულშიც მომრავლდი, 
ეგ ღიმილი თავ-გზას მიბნევს მაბნევს როგორც მირაჟი, 
შენით ვნახე სიყვარული დიდზე-დიდიტირაჟი, 
მე ყველაზე ძალიან შენი მწვანე მახარებს, 
როცა ონლაინზე ხარ მაუს ვერ ვწევ სხვა მხარეს, 
იმდღეს რაღაც გეწყინა დამიკიდე ყურმილი, 
მას მერე დრო გავიდა მაგრამ კვლავაც დუმილი, 
სად ხარ ნეტავ ვიცოდე გულს მიკლავენ ეჭვები, 
შენი ისეთი ტკბილი ხარ ალბათ შემომეჭმევი, 
ვახ მე ჩემს თავს უბედურს როგორ მიჭირს გაძლება, 
მაგ ტუჩებით ვშიშობ რომ სულ სხვა ვინმე გაძღება, 
თუკი არ გენატრები და სხვისი ხარ საბედო 
ჩემი დედას ვფიცავარ მართლა მაგრად გამედო, 
ამირიე ფიქრები კაცი ვგავარ ლამანჩელს, 
ჩემთვის მხოლოდ შენ ხარ და ვეღარ ვხედავ დანარჩენს, 
თუ ლექსები არ მოგწონს შენ ოღონდაც მითხარი 
უფრო მაგრებს დავწერ და მე ხომ ადრეც გითხარი! 
ერთ დროს მარტინ იდენსაც უწუნებდნენ პოემებს, 
მაგრამ კარგო იცოდე ჩვენი გზა გვაქვს პოეტებს, 
ისეთს ვტოვებთ ნაკვალევს სიკვდილიც ვერ გვერევა 
ჩემს დაჯღაბნილ სტროფებშიც რაღაც გამოერევა 
ისეთი რაც დარჩება როცა აღარ ვიქნები 
ოქრო-ვერცხლი რათ მინდა სიმდიდრედ მაქვს რითმები 
ხოდა მოდი გამოდი სამუდამოდ შევრიგდეთ 
მინდა ისტორიაში, რომ ჩვენ ერთად შევიდეთ 
და თუ ახლაც არ მოხვალ მაშინ შენზე ახია 
პირველი ხარ გახსოვდეს ვინც გრძნობები დახია 
ერთს გეტყვი რომ ინანებ,მერე როცა დრო გავა 
დაინახავ,რომ წლებმა ხალხი უცბათ მოგავა, 
დაგრჩებიან გარშემო ღიპიანი ტიპები, 
ვისაც ბევრი ფული აქვთ და მამიკოს ჯიპები 
აი მერე დაჯექი მაგ ჯიპში და მოხიე, 
ოღონდ აღარ გაგიტყდეს ხელი თუ სხვას მოვხვიე 
ეს სამყარო ჭრელია მძულს მე თავის ფასება 
ვისაც არ ვევასები არც მე არ მევასება 
ახლა მორჩა,წავედი შენ გიტოვებ არჩევანს 
ოღონდ სადაქალოში ნუ დაიწყებ გარჩევას 
შენი გქონდეს აზრი და შენით მოდი ჩემამდე 
არც თუ დიდი დრო დარჩა გრძნობის გადარჩენამდე 
მეტი რაღა დავწერო ანდა როგორ შეგაბა 
მსურდა რომ შენს გარდერობს ჩემთან გადმოებარგა, 
თუმცა შენ რას გაგიგებს სდუმს ფროიდის კრებული 
მატორი გაქვს გემოვნების ალბათ დასტუკებული...






***

არი აიხვეტავს ფოთლებს,
სუნთქვა თმაშევერცხლილ მთათა,
ზამთრის მოლოდინში შეშას,
ვამტვრევ ჩვენი ქოხის კართან.
ხვალე ნანადირევს მოგგვრი,
კლდეზე დავიტყავებ მუხლებს,
თოვლით გატენილებს, ცივებს,
ცაზე წამოგიშლი ღრუბლებს.
თეთრად გავათენებთ ღამეს,
გვეგოს ფარდაგი და ტყავი,
ჩუმად მიმღეროდეს რამეს,
მედოს შენს მუხლებზე თავი.
გარეთ აბარდნიდეს თეთრად,
შენ კი სანთლის შუქზე ქსოვდე,
დეკის ჩაის ვსვამდეთ ერთად,
მერე ლექსების თქმას მთხოვდე.
გაზაფხულის პირზე მზიფერ,
ყვავილთ დაგიკრეფდი კლდეში,
გვირგვინს დაგიწნავდი ისეთს,
მორთულს ათასნაირ ფერში.
ქოხი შუა ტყეში გვედგa,
ნალმიჭედებული კარით,
მხოლოდ ჩვენ ვუსმენდეთ ფეთქვას,
გარეთ მობუბუნე ქარის.

***
სხვა სუნამოს რომ გიყიდის,
მე გაჩუქებ ლექსებს მრავალს,
სხვა მანქანით გამოგივლის
მე გზას ვტქკეპნი შენსკენ მავალს,
სხვა ყავაზე დაგპატიჟებს
მე გაჩვენებ ხელებს გაშლილს,
სხვის სუნამო გათავდება
ჩემ ლექსებს კი დროც ვერ წაშლის,

ალბათ გმართებს დაფიქრება აირჩიე ის სხვა თუ მე,

გამიღიმებ მაგრამ ბოლოს სხვას აირჩევ მაინც თურმე,,,


***
ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ... მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ - მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა... ანდა, საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ - რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვით ქალის ხელისგული...

/
გურამ დოჩანაშვილი – "სამოსელი პირველი"/ #კატო
 ***
სატრფო გყავს?
წვიმას ეკითხება გვირილა სველი,
კიო, – უთხრა და
გალუმპული იბრუნა სახე.
მაშინ, რატომღა არ მინახავს
ღიმილი შენი,
რა დაგემართა,
რომ უცრემლოდ ვერასდროს გნახე...
გვირალამ წყენით დაიბერტყა
ყვითელი მკერდი,
ეხ, წვიმავ შენი საქციელი
როგორ მაკვირვებს,
მუდამ მასველებ
აღარ ძალმიძს სიჩუმე მეტი,
თუკი სატრფო გყავს
დალოცვილო, რაღა გატირებს?!

/ნანა მეფარიშვილი/

შენ ელი... 

(
თუნთას)

შენ ელი, ვის ელი, ყოველდღე რომ ელი?
მოვა ის თებერვლის თოვლივით ხვალ ან ზეგ,
მთვარეზე დაკრეფილ შროშანთა მთოვ-ელი,
ჟრუანტელს სხეულზე ფანტელად დაგასევს.

ის მოვა უბრალოდ, ანაზდად მომენდე...
ფანტ-ელი სურნელით თუ გაიანაზდებს,
სისრულე დაეშვა ქალწულის დონემდე,
და იშვა სამყაროს სრულყოფა ბაგაზე.

შენ ელი, ყოველ დღე, რომ ელი, ვის ელი?
ზღვისპირი გიზიდავთ შენ-ცა და თოლიებს,
ტალღებმა მოკრიფეს სოვ-ელ ბისერი,
და ყელზე შეგაბეს ქაფისფერ კოლიედ.

და სულში და ლექსში და გარეთ, შინ ელი, 
შენ ელი, ელი და თუ მოვა თოვლივით -
თეთრი და იმდენად ლამაზად შიშვ-ელი
ვით ციდან მოსული და უარყოფილი.

ყოველდღე ვის ელი, რომ ელი, შენ ელი...
მოვა ის აპრილის თოვლივით და თუნდაც,
ნაფერებ ფიფქების ფერების მფენ-ელი,
ნამთვარევ თბილისთან... სხივჩამდნარ ბათუმთან.

და მიკვირს ვის ელი და მიკვირს მეც ასე,
მეც ასე რას ელი, ვის -ელი, რომ ელი?!
ადიხარ გრძნობების მესამე ზეცაზე,
თავს ირთობ ბათუმურ ამინდის ნოველი...

ქალი ვაზია,
უნდა ეფერო,
უნდა ჩაიკრა გულში
და გათბე...
მზით დაფერილი
მწიფე მტევანი
უნდა დაწურო მერე და
დათვრე...
ქალი ვაზია,
მდედრის სხეული
უნდა აქციო
ყურძნის მარცვლებად.
უნდა დაცალო
ქალი ბოლომდე
და კვლავ შეავსო
გამოსაცლელად...