განწყობა

ქალაქში საშინელი ხმაურია

ცხელა და . . . :(

მაკლია მაგრამ არ ვიცი რა . . .

იქნებ შევძლო . . .


Monday, September 17, 2012

* * *
რა უხეშია და ნაცრისფერი ირგვლივ ყველაფერი. თითქოს უსულო, უემოციობისგან ცირკის კლოუნის ნიღაბივით, არავის არა აინტერესებს გულწრფელობა, სუფთა გრძნობა, თუ გამოამჟღავნებ ზედმეტად ემოციურიაო, თვითონ ემოციებისაგან, გრძნობებისაგან დაცლილებს ეუცხოვებათ, ვერ წარმოუდგენიათ ერთზე და ამდენხანს? თანაც უიმედოდ ფიქრობ?! ვაიმე რა მარაზმიაო, მე ეს უფრო მავსებს ვიდრე ლამის ყოველდღიური თუ ყოველღამეული ვაი ვნებით სავსე ურთიერთობები, როცა შეგიძლია ყველაფერი გააძვირფასო რატომ უნდა გააუბრალოვო, როცა შეგიძლია მასთან და მისგან ყველაფერი ძვირფასად აქციო რატომ უნდა გააცამტვერო და გააცარიელო, მითუმეტეს თუ ეს გაძვირფასება ორმაგად დაგიბრუნდება და გაგაბედნიერებს. და დრო . . . ხუთივე, არა ექვსივე შეგრძნებასთან ერთად  დროც რომ გითბება და გიტკბება მასთან ერთად. . .  რა ბედნიერებაა. მერე იმ დროს, განვლილს, ისევ უბრუნდები ისევ იხსენებ და ისევ თავიდან ტკბები. თითები, ტუჩები, თვალები . . .  და სული თითქოს რაღაც უხილავით რომ გადაებმები, გაიწევ და ისევ უკან გაბრუნებს. ეჰ რას გებოდიალები ნეტავ თუ მიმიხვდები რას ვგრძნ