განწყობა

ქალაქში საშინელი ხმაურია

ცხელა და . . . :(

მაკლია მაგრამ არ ვიცი რა . . .

იქნებ შევძლო . . .


Friday, April 1, 2011

ყველაფერი კარგად იქნება!

ნუ დაეცემი,სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახე
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრება ისე იქნება
გულს ნუ გაიტეხ,გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება
ნუ შიშობ,უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა,ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას
თქვი ,ყველაფერი კარგად იქნება!

რომ დაგარწმუნონ,შენ იღუპები
შენი სიცოცხლის წამი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

თუ ცოდვები გაქვს,სულით დაეცი
ღმერთი არ გტოვებს,შენსკენ იხრება.
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება
ერთადერთია რაც გადაგარჩენს
თქვი, ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
როცა ამ ნიჭს ფლობ შენ უკვე იცი,
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა
სხვებს აუხსენი და შთააგონე
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

როგორ იქნება?როდის იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,
ღმერთის წყალობით,
სულ ყველაფერი კარგად იქნება!